კალენდარი

arrow სექტემბერი 2020 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
29
30    

სიახლეები

ეროვნული კონკურსი პროფესიული უნარების წარმოსაჩენად

16 თებერვალი, 2013

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და  გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით „დიდუბე პლაზას“ საკონფერენციო დარბაზში ოფიციალურად გაიხსნა პროექტ WorldSkills Georgia-ს ეროვნული კონკურსი. ღონისძიებას ესწრებოდნენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, კერძო და საჯარო სტრუქტურებისა და ასოციაციებისა და პროფესიული კავშირების გაერთიანების წარმომადგნელები და მოწვეული სტუმრები.
 
ეროვნული კონკურსი ჩატარდება 16-17 თებერვალს პროფესიულ კოლეჯებში „სპექტრში“ და „იკაროსი“. კონკურსის მიზანია გამოავლინოს საუკეთესო მონაწილე  სამ პროფესიაში - შემდუღებელი, ვებდიზაინერი და მზარეული. კონკურსში გამარჯვებული მონაწილეობას მიიღებს WorldSkills International-ის 42-ე კონკურში, რომელიც ლაიპციგში, 2013 წლის 2-7 ივლისს გაიმართება.
WorldSkills Georgia მასშტაბური პროექტია, რომელიც მოიცავს ყოველწლიურად ქვეყნის მასშტაბით კონკურსების ჩატარებას პროფესიულ უნარებში, პროფესიებში მსოფლიო დონის სტანდარტების დამკვიდრებას და წარმატებული ახალგაზრდების გამოვლენას, რომლებიც ღირსეულად წარმოაჩენენ საქართველოს საერთაშორისო კონკურსებზე. პროექტი ხორციელდება გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ტექნიკური დახმარებით.
 
WorldSkills-ის კონკურსში მონაწილეობა ხელს შეუწყობს საქართველოში პროფესიული განათლების განვითარებასა და პოპულარიზაციას და კიდევ უფრო გაზრდის პროფესიული განათლების მნიშვნელობას.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge