კალენდარი

arrow აგვისტო 2020 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
     12
3456789
10
11
1213141516
17181920212223
24252627282930
31      

სიახლეები

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის განახლებული სტანდარტების პროექტის საჯარო განხილვები გრძელდება

10 ოქტომბერი, 2017

10 ოქტომბერს სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ინიციატივით სსიპ-საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის განახლებული სტანდარტების პროექტის საჯარო განხილვა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსის წევრებთან.
შეხვედრის ფარგლებში დეტალურად იქნა განხილული სტანდარტების პროექტი. მონაწილე მხარეებმა იმსჯელეს წარმოდგენილი დოკუმენტის შესახებ. გამოთქმული მოსაზრებები და რეკომენდაციები გაზიარებული იქნა პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ.
ავტორიზაციის განახლებული სტანდარტების პროექტის საჯარო განხილვები გაგრძელდება სხვა დაინტერესებულ მხარეებთანაც.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge