კალენდარი

arrow ოქტომბერი 2018 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
151617182021
22232425262728
293031    
  • BFUG
  • ENQA
  • EUA
  • EFQM
  • WORLDSKILLS

სიახლეები

საერთაშორისო შეჯიბრზე ქართველ სტუდენტს საუკეთესო წარმომადგენლის ჯილდო გადაეცა

27 ოქტომბერი, 2017

ქალაქ აბუ-დაბიში გამართული პროფესიული უნარების (Worldskills) 44-ე საერთაშორისო შეჯიბრი გამარჯვებულთა დაჯილდოებით დასრულდა - შვიდი ქართველი მონაწილიდან ერთ-ერთს, ქობულეთის პროფესიული კოლეჯის „ახალი ტალღა“ სტუდენტ ზურაბ შავიშვილს, სარესტორნო სერვისის შეჯიბრში საუკეთესო წარმომადგენლის ჯილდო მიენიჭა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი მიიჩნევს, რომ ასეთი მასშტაბის შეჯიბრზე ქართველი გუნდის მონაწილეობა საქართველოსთვის ფასდაუდებელი გამოცდილებაა და ეს გამოცდილება, ჩვენს ქვეყანაში, აუცილებლად დაინერგება.

მისივე თქმით, შეჯიბრი ასევე ძალიან საინტერესო იყო ქართველი ექსპერტებისთვისა და დამკვირვებლებისთვის, რომლებიც ქართველ მონაწილეებთან ერთად, იმ უახლეს ტექნოლოგიებს გაეცნენ, რომელსაც სხვადასხვა ქვეყანა სხვადასხვა პროფესიის მიმართულებით იყენებს.

„შეჯიბრი იმდენად რთული იყო, ბევრმა მონაწილემ სტრესს ვერ გაუძლო და კონკურსს მიმდინარეობის პროცესშივე გამოეთიშა. ჩვენმა ქვეყანამ კი, მიუხედავად მცირე წარმომადგენლობითი გუნდისა, ძალიან ღირსეულად შევასრულეთ ყველა დავალება, თითქმის იმ საერთაშორისო სტანდარტებს მივუახლოვდით, რომელიც ამ პლატფორმის მეშვეობით ინერგება. ეს კი, რა თქმა უნდა, სამომავლოდ უფრო მეტი წარმატების საწინდარი გახდება“ - აცხადებს ქეთევან ნატრიაშვილი.

პროფესიული უნარების (Worldskills) 44-ე საერთაშორისო შეჯიბრზე, სადაც 78 ქვეყნის 1300 წარმომადგენელი მონაწილეობდა, საქართველოს გუნდი შვიდ პროფესიაში იყო წარმოდგენილი: სამზარეულო საქმე, საკონდიტრო საქმე, სარესტორნო სერვისი, საპარიკმახერო საქმე, გრაფიკული დიზაინი, საინფორმაციო ქსელების გაყვანილობა და ვებდიზაინი.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge