კალენდარი

arrow მაისი 2020 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627283031

სიახლეები

შეხვედრა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან

4 მარტი, 2013

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივით დაიწყო  პროგრამული აკრედიტაციის პროცესის ანალიზი მისი შემდგომი დახვეწის მიზნით. ამასთან დაკავშირებით 27-28 თებერვალს, ცენტრში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (უსდ) წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. დისკუსია სამი ძირითადი მიმართულებით წარიმართა: პროგრამული აკრედიტაციის დანიშნულება, აკრედიტაციის სტანდარტებისა და პროცედურის გამართულობა და ექსპერტთა ვიზიტის სპეციფიკა. უსდ-ს წარმომადგენლებმა წამოჭრეს უმაღლესის მხრიდან დანახული პრობლემატიკა და ყურადღება გაამახვილეს ცენტრის როლზე ამ პრობლემების დაძლევაში.
 
აკრედიტაციის პროცესის ანალიზის შემდეგ ეტაპზე მოხდება უსდ-ებთან შეხვედრაზე წამოჭრილი საკითხებისა და მასთან წინასწარ დაგზავნილ კითხვარებში წარმოჩენილი საკითხების შეჯამება. თავისმხრივ, ეს საკითხები შეჯერდება აკრედიტაციის ექსპერტთა შეხვედრებზე წამოჭრილ პრობლემებთან და ერთობლივად გაანალიზდება.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge