კალენდარი

arrow სექტემბერი 2019 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
1617
18
19202122
23242526272829
30      

სიახლეები

საპილოტე პროგრამის მონიტორინგი განხორციელდა

8 დეკემბერი, 2017


გაეროს განვითარების პროგრამასა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში საქართველოს მასშტაბით რამდენიმე პროფესიულ საგანამანთლებლო დაწესებულებაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის კომპონენტების ინტეგრირების პილოტირება მიმდინარეობს.

სწავლების პროცესზე დაკვირვების მიზნით ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივ კოლეჯსა და საზოგადოებრივ კოლეჯ „აისს“ პროგრამის მონიტორინგის სპეციალისტები ეწვივნენ. მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით მომზადდება რეკომენდაციები.

პროფესიულ განათლებაში ზოგადი განათლების ინტეგრირების პილოტირება და მონიტორინგი საგრანტო პროექტის - „საქართველოში სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული სისტემების გაფართოება და პროფესიული განათლების მოდერნიზაცია“ - ფარგლებში მიმდინარეობს.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge