კალენდარი

arrow ოქტომბერი 2018 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
151617182021
22232425262728
293031    
  • BFUG
  • ENQA
  • EUA
  • EFQM
  • WORLDSKILLS

სიახლეები

ავტორიზაციასთან დაკავშირებული საკონსულტაციო შეხვედრები გრძელდება

31 იანვარი, 2018


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გრძელდება საკონსულტაციო შეხვედრები იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, რომლებსაც 2018 წელს განახლებული, ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის მოთხოვნების შესაბამისი, ავტორიზაციის სტანდარტებით უწევთ ავტორიზაციის გავლა.

შეხვედრები მიზნად ისახავს ავტორიზაციის განახლებული სტანდარტებისა და პროცედურების შესახებ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის რეკომენდაციის გაწევასა და მათგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მიმდინარე წლის ავტორიზაციის სამუშაო პროცესის ეფექტიან დაგეგმვას.

ავტორიზაციის პროცესში ქართველ ექსპერტებთან ერთად ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარის რანგში მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო ექსპერტები.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge