კალენდარი

arrow აპრილი 2020 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  1234
5
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   

სიახლეები

სამმხრივი შეხვედრა პროფესიული სწავლების დასახვეწად

8 აპრილი, 2013

HR პროფესიონალთა გილდიის ორგანიზებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და HR&IPR ასოციაციის მონაწილეობით „დიდუბე პლაზაში“ გაიმართა სამმხრივი შეხვედრა, რომელშიც დამსაქმებლები და პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.
 
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა შრომის ბაზარზე მოთხოვნისა და მიწოდების პრობლემების განხილვა და შრომის ბაზარზე არსებული სიტუაციის ანალიზი.
 
შეხვედრაზე დამსაქმებლებმა ისაუბრეს თავიანთ მოთხოვნებზე და აღნიშნეს, რომ შრომით ბაზარს მაღალკვალიფიციური კადრები ესაჭიროება. მათი მომზადება კი შესაბამისი პროფესიული სტანდარტების მიხედვით პროფესიულმა სასწავლებლებმა უნდა უზუნველყონ.
 
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა გამოავლინეს დეფიციტური სპეციალობებიც. მხარეებმა ასევე ისაუბრეს შრომითი რესურსების მოთხოვნებზეც.
 
აღნიშნულ საკითხებზე მსჯელობა მომდევნო შეხვედრაზე, უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებთან ერთად 10 აპრილს გაგრძელდება.
 

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge