კალენდარი

arrow სექტემბერი 2020 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
2930    

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ

11 აპრილი, 2013

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი იწვევს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს დაკომპლექტების წესისა და საბჭოს შესაძლო შემადგენლობის  განსახილველად. სამუშაო შეხვედრა გაიმართება 2013 წლის 16 აპრილს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში 15:00 საათზე.
 
კანონმდებლობაში შესული ცვლილებების შესაბამისად, გადაწყვეტილებას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის თაობაზე მიიღებს დამოუკიდებელი ორგანო - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო. სამუშაო შეხვედრაზე ცენტრი წარმოადგენს თავის პოზიციას ავტორიზაციის საბჭოს დაკომპლექტებასთან მიმართებით. დაინტერესებულ მხარეებს - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ეძლევათ წარმოადგინონ ავტორიზაციის საბჭოს დაკომპლექტების ხედვა, ასევე, გამოთქვან რეკომენდაციები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრების კანდიდატურების შესახებ.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge