კალენდარი

arrow მაისი 2018 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
293031   
  • BFUG
  • ENQA
  • EUA
  • EFQM
  • WORLDSKILLS

სიახლეები

გრიგოლ ფერაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

27 თებერვალი, 2018

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში შპს გრიგოლ ფერაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის თემა დაწესებულებებისათვის ავტორიზაციის გაუქმების შემდეგ სტუდენტებისთვის გამოცხადებულ რიგგარეშე მობილობის საკითხს.

სტუდენტებს განემარტათ, რომ რიგგარეშე მობილობა განხორცილედება გამარტივებული წესით და მობილობის პროცესის ადმინისტრირებისათვის არ იქნება გამოიყენებული ელექტრონული პორტალი.

ცენტრის რეესტრის სამმართველოს უფროსმა ნინო წერეთელმა სტუდენტებს მიაწოდა ინფორმაცია ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ვაკანტური ადგილების შესახებ, რომელთა რაოდენობაც 9 მარტის ჩათვლით ეტაპობრივად გაიზრდება.

სტუდენტებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას მობილობის თაობაზე და წარუდგინონ პირადი საქმის ასლები - 2018 წლის 26 თებერვლიდან 19 მარტის ჩათვლით.

დეტალური ინფორმაცია რიგგარეშე მობილობის შესახებ იხილეთ აქ.

სტუდენტთა რიგგარეშე მობილობის პროცესის ადმინისტრირებას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.

რიგგარეშე მობილობასთან დაკავშირებით კონსულტაციის მისაღებად, შეგიძლიათ მობრძანდეთ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში 26 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით, 9:00-18:00 საათამდე, (მის.: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. №1), დაგვიკავშირდეთ ცენტრის ცხელ ხაზზე: (+995 32) 2200 220 (*3599), ან მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: mobility@eqe.ge

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge