კალენდარი

arrow მაისი 2020 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627283031

სიახლეები

შეხვედრა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს დაკომპლექტების წესისა და პრინციპების თაობაზე

30 აპრილი, 2013

2013  წლის 16 აპრილს, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გაიმართა სამუშაო შეხვედრა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (შემდეგში უსდ) წარმომადგენლებთან  უსდ-ის ავტორიზაციის საბჭოს  დაკომპლექტების წესის  შესახებ.  შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ უსდ-ის ავტორიზაციის საბჭოს  დაკომპლექტების პრინციპზე. მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, უსდ-ის ავტორიზაციის საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება ცხრა წევრით, კერძოდ:


1.    უსდ-ის  აკადემიური პერსონალი - ორი წევრი (აქედან, ერთი კერძო და ერთი სახელმწიფო უსდ-იდან);
2.    უსდ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენელი - ერთი ან ორი წევრი;
3.    დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენელი - ერთი წევრი;
4.    განათლების მომიჯნავე სფეროს (საჯარო ბიბლიოთეკის, მუზეუმის და ა.შ.) წარმომადგნელი - ერთი წევრი;
5.    სტუდენტთა წარმომადგენელი - ერთი წევრი;
6.    არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელი - ერთი ან ორი წევრი.


უსდ-ის წარმომადგენლებმა  გაიზიარეს ცენტრის ინიციატივა და ერთხმად გადაწყვიტეს, რომ უსდ-ის ავტორიზაციის საბჭოს საქმიანობის უწყვეტობისა და მემკვიდრეობითობის  უზრუნველსაყოფად მის შემადგენლობაში შევა ერთი წარმომადგენელი წინამორბედი საბჭოს შემადგენლობიდან.


სამუშაო შეხვედრაზე მსჯელობის საგანი გახდა უსდ-ის ავტორიზაციის საბჭოს გადასაწყვეტი არსებითი თავისებურებებით გამორჩეული საკითხები. (მაგალითად, საზღვაო, თავდაცვის, სახელოვნებო და ა.შ. მიმართულებების მქონე უსდ-ების ავტორიზაციის საკითხი). უსდ-ის წარმომადგენლები შეჯერდნენ,  რომ ასეთი საკითხების განხილვის დროს, უსდ-ის ავტორიზაციის საბჭოს მუშაობაში, სათათბირო ხმის უფლებით, მონაწილეობას მიიღებს ორი პირი, რომელთაც გააჩნიათ შესაბამისი კომპეტენცია. შეხვედრაზე ასევე გადაწყდა, რომ საბჭოს შემადგენლობაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობას მიიღებს პროფესიული განათლების სფეროს წარმომადგენელი იმ შემთხვევაში, თუ საბჭო განიხილავს უსდ - ს მიერ პროფესიული პროგრამის განხორციელების საკითხს.
შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს უსდ-ის ავტორიზაციის საბჭოს წევრთა შერჩევის პროცედურაზე.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge