კალენდარი

arrow მარტი 2019 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11121314151617
1819202122
23
24
25262728293031
  • BFUG
  • ENQA
  • EUA
  • EFQM
  • WORLDSKILLS

სიახლეები

სტრატეგიული დაგეგმარების სახელმძღვანელოს პრეზენტაცია

26 მარტი, 2018


ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში , პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის შექმნილი სტრატეგიული დაგეგმვის სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა. სახელმძღვანელოზე მუშაობა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან კონსულტაციების რეჟიმში მიმდინარეობდა.

სახელმძღვანელო მოიცავს აპრობირებულ პრაქტიკას დაწესებულების მისიის, ხედვის, ღირებულებების ფორმირებასთან დაკავშირებით, ასევე სტრატეგიული დაგეგმვის, მოკლევადიანი სამოქმედო გეგმების, მათი შეფასებისა და მონიტორინგის მიდგომებს. სახელმძღვანელოში მოყვანილიაკონკრეტული მაგალითები და დოკუმენტების ნიმუშები.

პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, კახაბერ ერაძემ ისაუბრა დაწესებულების მისიის, სტრატეგიული განვითარების და სამოქმედო გეგმების მნიშვნელობაზე დაწესებულების შიდა ხარისხის უზრუნველყოფის პროცესში, ამ მხრივ არსებულ მდგომარეობასა და სამომავლო ხედვებზე.

პრეზენტაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, კერძო და საჯარო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები და პროფესიული განათლების ქართველი და უცხოელი ექსპერტები ესწრებოდნენ.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge