კალენდარი

arrow სექტემბერი 2018 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
     12
3456789
10111213141516
171819
20
212223
24252627282930
  • BFUG
  • ENQA
  • EUA
  • EFQM
  • WORLDSKILLS

სიახლეები

გრძელდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესე-ბულებების ავტორიზაციის ექსპერტთა ტრენინგები

27 მარტი, 2018

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გრძელდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა ტრენინგი, რომელიც მიზნად ისახავს განახლებული, ევროპულ სტანდარტებთან თავსებადი ავტორიზაციის სტანდარტების, მოქმედი რეგულაციებისა და პროცედურების განხილვას. ტრენინგების ფარგლებში, შეფასდება ექსპერტთა მომზადების დონე, რის შედეგადაც დაკომპლექტდება ექსპერტთა ჯგუფები, რომლებიც 2018 წელს მონაწილეობას მიიღებენ განახლებული სისტემის შესაბამისად უმაღლესების საავტორიზაციო შეფასებებში. 

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა კორპუსის შემადგენლობაში არიან სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, სტუდენტები და დამსაქმებლები. 

2018 წლიდან, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესში, ქართველ ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარის რანგში საერთაშორისოექსპერტები მიიღებენ მონაწილეობას. 

ექსპერტთა მუშაობის გაუმჯობესების და ობიექტური შეფასების უზრუნველყოფის მიზნით, მოხდება ექსპერტთა საქმიანობის წესის, ეთიკის კოდექსის და ანაზღაურების წესის განხილვა. ამასთან, მუდმივად მოხდება ექსპერტთა საქმიანობის შეფასება. ექსპერტთა საქმიანობას შეაფასებენ, როგორ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, ასევე ცენტრის წარმომადგენელი და ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარე.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge