კალენდარი

arrow აგვისტო 2018 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
1314
15
16171819
20212223242526
2728293031  
  • BFUG
  • ENQA
  • EUA
  • EFQM
  • WORLDSKILLS

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ტრენინგი

25 აპრილი, 2018

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ტრენინგი მიმდინარეობს.

ტრენინგი მიზნად ისახავს დაწესებულებებისათვის აკრედიტაციის განახლებული სტანდარტებისა და შედეგზე ორიენტირებული შეფასების პრინციპების დეტალურ გაცნობას.

პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა 2018 წლის 24 აპრილს, რომელსაც უძღვებოდნენ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (SDSU) დეკანი, დოქტორი ჰალილ გუვენი და ABET აკრედიტაციის ფასილიტატორები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან.

აღსანიშნავია, რომ ტრენინგის ჩატარებამდე ABET აკრედიტაციაში ჩართული ქართველი სპეციალისტები სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში (აშშ), სადაც 10 დღის განმავლობაში ესწრებოდნენ ინტენსიურ ტრენინგ კურსს. კურსის მიზანი იყო განათლების ხარისხის გარე შეფასების მექანიზმებთან დაკავშირებით მსოფლიოში არსებული უახლესი სტრატეგიების, ინოვაციური მიდგომებისა და პრაქტიკის გაზიარება. სწორედ, ეს გამოცდილება იქნა გამოყენებული საქართველოში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვისათვის შესაბამისი ტრენინგ მოდულების შემუშავებისას.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში მსგავსი სახის ტრენინგები გაგრძელდება მომდევნო 2 თვის განმავლობაში და მასში მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესში ჩართული ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge