კალენდარი

arrow აპრილი 2020 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6
7
89101112
13141516171819
20212223242526
27282930   

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ!

2 მაისი, 2013

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრთა შერჩევის პროცედურა

იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წარმომადგენლობითობა და გავითვალისწინოთ უსდ-ების ინტერესები, გთავაზობთ კანდიდატთა შერჩევის შემდეგ პროცედურას:


2013 წლის 10 მაისის ჩათვლით, უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ, info@eqe.ge-ზე უნდა წარმოადგინოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს ერთი წევრის კანდიდატურა აკადემიური პერსონალის ქვოტით და ერთი წევრის - ადმინისტრაციის წარმომადგენლის ქვოტით.


გთხოვთ, კანდიდატურის წარმოდგენის დროს გაითვალისწინოთ შემდეგი კრიტერიუმები:
•    მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
•    საზოგადოებაში დადებითი რეპუტაცია;
•    სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
•    უმაღლესი განათლების სისტემაში მუშაობის გამოცდილება.


10 მაისის შემდეგ, წარმოდგენილ კანდიდატურებს შორის საბჭოს წევრთა შერჩევა მოხდება უსდ-ების  მიერ, კენჭისყრით. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას არ ექნება თავისსავე წარმოდგენილი კანდიდატურისთვის ხმის მიცემის უფლება. უზრუნველყოფილი იქნება უსდ-ის არჩევანის კონფიდენციალურობა.


ცენტრი უსდ-ის ავტორიზაციის საბჭოს წევრების კანდიდატურების წარდგენის ეტაპის  დასრულების შემდეგ დამატებით გაცნობებთ კენჭისყრის პროცედურების შესახებ.


სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის!

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge