კალენდარი

arrow აგვისტო 2018 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
1314
15
16171819
20212223242526
2728293031  
  • BFUG
  • ENQA
  • EUA
  • EFQM
  • WORLDSKILLS

სიახლეები

აგრარული მეცნიერებების მიმართულების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელის პროექტის შემუშავების პროცესი დაიწყო

30 აპრილი, 2018

მიმდინარე წლის 30 აპრილს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში აგრარული მეცნიერებების მიმართულების უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს სხდომა ჩატარდა.
საბჭო დაკომპლექტებულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს, სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს, სსიპ - გარემოსდაცვითი ინფორ¬მაციისა და განათლების ცენტრის, სსიპ - სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მიერ რეკომენდირებული დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით.
აგრარული მეცნიერებების მიმართულების უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს მუშაობამ ნაყოფიერად ჩაიარა. საბჭოს წევრებმა ერთხმად დაადასტურეს უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლების შემუშავების მნიშვნელოვნება დარგის განვითარებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის ამაღლებისათვის; იმსჯელეს აგრარული მეცნიერებების სპეციფიკის გათვალისწინებით აგრარული ტექნოლოგიების, სატყეო საქმის, სასურსათო ტექნოლოგიების მიმართულებით არსებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისათვის დარგობრივი მახასიათებლების შემუშავების აუცილებლობაზე.
აგრარული მეცნიერებების მიმართულების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის შემუშავების აუცილებლობა განაპირობა დარგის განვითარების მიზნით, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე თავსებადი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განათლების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შემუშავება-განხორციელებისა და საგანმანათლებლო პროგრამების საერთაშორისო აკრედიტაციის მოპოვების საჭიროებამ.
საბჭომ, უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლების პროექტების შემუშავების მიზნით, სამუშაო ჯგუფების შექმნის გადაწყვეტილება მიიღო.
აგრარული მეცნიერებების მიმართულების უმაღლესი საგანმანთლებლო პროგრამებისათვის დარგობრივი მახასიათებლის შემუშავების საკითხის აქტუალობის გათვალისწინებით, აგრეთვე, შემუშავება-განხილვის პროცესში დაინტერესებულ მხარეთა ფართო ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით, ინფორმაცია სამუშაო ჯგუფების მუშაობის თაობაზე ეტაპობრივად აიტვირთება ცენტრის ვებგვერდზე, რაც შესაძლებლობას მისცემს ყველა დაინტერესებულ პირს, მისი კომპეტენციის ფარგლებში, მიიღოს მონაწილეობა სამუშაო ჯგუფის შეხვედრასა ან/და შექმნილი პროდუქტის საჯარო განხილვაში და საკუთარი წვლილი შეიტანოს დარგობრივი მახასიათებლის შემუშავება-განხილვის პროცესში.


  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge