კალენდარი

arrow სექტემბერი 2020 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
2930    

სიახლეები

როფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ!

14 მაისი, 2013

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრთა შერჩევის პროცედურა


სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრში, 19 აპრილს, გაიმართა სამუშაო შეხვედრა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან, რომელზეც იმსჯელეს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს დაკომპლექტების წესისა და საბჭოს შესაძლო შემადგენლობის შესახებ. შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ საბჭოს შემადგენლობაში შევა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ორი წარმომადგენელი, აქედან ერთი კერძო და ერთი სახელმწიფო პროფესიული სასწავლებლიდან.

 

იმისათვის, რომ გავითვალისწინოთ  პროფესიული  საგანმანათლებლო დაწესებულებების ინტერესები და უზრუნველვყოთ საბჭოს წარმომადგენლობითობა, გთავაზობთ კანდიდატთა შერჩევის შემდეგ პროცედურას:

2013 წლის 17 მაისის ჩათვლით, პროფესიულმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ, info@eqe.ge-ზე უნდა წარმოადგინოს  პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს ერთი წევრის კანდიდატურა კერძო და ერთი წევრის - სახელმწიფო პროფესიული სასწავლებლის ქვოტით.

 

გთხოვთ, კანდიდატურის წარმოდგენის დროს გაითვალისწინოთ შემდეგი კრიტერიუმები:
•    მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
•    საზოგადოებაში დადებითი რეპუტაცია;
•    სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
•    პროფესიული  განათლების სისტემაში მუშაობის გამოცდილება.

 

17  მაისის შემდეგ, წარმოდგენილ კანდიდატურებს შორის საბჭოს წევრთა შერჩევა მოხდება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების  მიერ, კენჭისყრით. დაწესებულებას არ ექნება თავისსავე წარმოდგენილი კანდიდატურისთვის ხმის მიცემის უფლება. უზრუნველყოფილი იქნება არჩევანის კონფიდენციალურობა.

 

ცენტრი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრის კანდიდატურების წარდგენის ეტაპის  დასრულების შემდეგ დამატებით გაცნობებთ კენჭისყრის პროცედურების შესახებ.

 


სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის!

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge