კალენდარი

arrow ნოემბერი 2018 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
567891011
121314161718
19202122232425
2627282930  
  • BFUG
  • ENQA
  • EUA
  • EFQM
  • WORLDSKILLS

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტუდენტ ექსპერტთა ტრენინგი

10 მაისი, 2018


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ჩატარდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტუდენტ ექსპერტთა ტრენინგი, რომელიც მიზნად ისახავს განახლებული, ევროპულ სტანდარტებთან თავსებადი ავტორიზაციის სტანდარტების, მოქმედი რეგულაციებისა და პროცედურების, ასევე უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების პროცესებში სტუდენტების ჩართულობის და როლის. ტრენინგების ფარგლებში, შეფასდება სტუდენტ ექსპერტთა მომზადების დონე, რის შედეგადაც დაკომპლექტდება ექსპერტთა ჯგუფები, რომლებიც 2018 წელს მონაწილეობას მიიღებენ განახლებული სისტემის შესაბამისად უმაღლესების საავტორიზაციო შეფასებებში. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა კორპუსის შემადგენლობაში არიან სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, სტუდენტები და დამსაქმებლები. 2018 წლიდან, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესში, ქართველ ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარის რანგში მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო ექსპერტები.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge