კალენდარი

arrow ოქტომბერი 2018 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
151617181920
21
22232425262728
293031    
  • BFUG
  • ENQA
  • EUA
  • EFQM
  • WORLDSKILLS

სიახლეები

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აგრძელებს პროფესიული სტანდარტებისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩარჩო დოკუმენტების დარგობრივ საბჭოებზე განხილვას

18 ივნისი, 2018

8 და 15 ივნისს  განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში სოფლის მეურნეობის, სატყეო საქმის, მეთევზეობის, ვეტერინარიის მიმართულების პროფესიული განათლების დარგობრივი საბჭოს სხდომა ჩატარდა. საბჭოს წევრებმა განიხილეს შემდეგი დოკუმენტები: პროფესიული სტანდარტების პროექტები: ,,ვეტერინარული მომსახურების სპეციალისტი“; ,,ვეტერინარიფარმაცევტის თანაშემწე“; ,,ზოოტექნიკოსის ასისტენტი“; ,,კინოლოგის ასისტენტი“; ,,მეაბრეშუმე“ ; ,,მემცენარე“; ,,მცენარეთა დაცვის ტექნიკოსი“; ,,სანერგე მეურნეობის სპეციალისტი“; მწვანე ნარგავების მოვლის სპეციალისტი; სასოფლო - სამეურნეო ცხოველთა ხელოვნური განაყოფიერების სპეციალისტი; ჩაის მოვლა-მოყვანის სპეციალისტი. აგრეთვე, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩარჩო დოკუმენტები: „ვეტერინარია“; „ბიო¬მეურნეობა; „სოფლის მეურნეობა“; „მებაღეობა“.

განსახილველის საკითხების სპეციფიკის გათვალისწინებით, საბჭოს სხდომა საჯარო ფორმატით წარიმართა და მას დაესწრნენ დაინტერესებული მხარეები: საქართველოს ფერმერთა ასოციაციის, გაეროს განვითარების პროგრამის, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები. წარმოდგენილი დოკუმენტების პროექტების დარგობრივ საბჭოზე განხილვას წინ უძღვოდა პროექტების საჯარო განხილვა (დოკუმენტების პროექტები ატვირთული იყო ცენტრის ვებგვერდზე).

საბჭოს წევრებმა, აგრეთვე სხდომაზე დამსწრე დაინტერესებულმა მხარეებმა, დადებითი შეფასება მისცეს განსახილველად წარმოდგენილ პროექტებს.
საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი ცენტრის დირექტორისათვის ზემოაღნიშნული პროფესიული სტანდარტებისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩარჩო დოკუმენტების პროექტების დასამტკიცებლად წარდგენისრეკომენდაციას.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge