კალენდარი

arrow ივლისი 2018 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
1617181920
21
22
23242526272829
3031     
  • BFUG
  • ENQA
  • EUA
  • EFQM
  • WORLDSKILLS

სიახლეები

სიახლე ვეტერინარიის პროფესიულ განათლებაში

29 ივნისი, 2018

სურსათის, ცხოველის უვნებლობისა და ვეტერინარიის სფეროს განვითარებას მნიშვნელოვანი საფუძველი ჩაეყარა. გასული წლის საკანონმდებლო ცვლილებებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების საფუძველზე შემუშავდა და დამტკიცდა „ვეტერინარიის“ ჩარჩო დოკუმენტი. იგი ითვალისწინებს ადგილობრივი შრომის ბაზრისა და ევროდირექტივის მოთხოვნებს.
ვეტერინარიის პროფესიული კვალიფიკაცია განისაზღვრა მეხუთე საფეხურზე, სწავლების სავარაუდო ხანგრძლივობა ორი წელია, სავალდებულოდაა გათვალისწინებული პრაქტიკული/კლინიკური მეცადინეობა.
ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შემუშავებული პროგრამა უზრუნველყოფს, როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო შრომის ბაზრისთვის კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური ვეტერინარი ტექნიკოსის მომზადებას, რომელიც, უფლებამოსილების ფარგლებში, შეძლებს ცხოველთა მკურნალობას, მათ დაავადებებსა და დაზიანებებზე რეაგირებას, საზოგადოებისა და პიროვნებებისთვის რჩევების მიცემას, ოპერაციის შემდგომ ცხოველთა მდგომარეობის მონიტორინგს, ამბულატორიულ მკურნალობას, ცხოველთა ხელოვნურად განაყოფიერების მიზნით ტექნიკური დავალებების შესრულებას, ვეტერინარისთვის ცხოველთა ჯანმრთელობის პრობლემების დიაგნოსტირებისას რადიოგრაფების, ნიმუშებისა და სხვა ლაბორატორიული ტესტების შეგროვებაში დახმარებას, ვეტერინარი ქირურგის ასისტირებას, დაკვლის წინა და დაკვლის შემდგომ პროცესებში მონაწილეობას და სხვ.
კურსდამთავრებულის დასაქმების შესაძლებლობებია დამხმარე პერსონალი/სპეციალისტი ვეტერინარიაში, ვეტერინარ-ტექნიკოსი, ექთან-ვეტერინარი, ვეტერინარის ასისტენტი.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge