კალენდარი

arrow ივლისი 2018 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
1617181920
21
22
23242526272829
3031     
  • BFUG
  • ENQA
  • EUA
  • EFQM
  • WORLDSKILLS

სიახლეები

სტუდენტთა საყურადღებოდ!

4 ივლისი, 2018

ა(ა)იპ - საქართველოს ილია ჭავჭავაძის სახელობის ,,საზოგადოება ცოდნის“ და
შპს ინტერბიზნესის აკადემიის სტუდენტთა საყურადღებოდ!

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2018 წლის 28 ივნისის სხდომაზე ა(ა)იპ - საქართველოს ილია ჭავჭავაძის სახელობის ,,საზოგადოება ცოდნას“ და შპს ინტერბიზნესის აკადემიას გააუქმდათ ავტორიზაცია, შესაბამისად, აღნიშნულ დაწესებულებებს გაუუქმდათ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ა(ა)იპ - საქართველოს ილია ჭავჭავაძის სახელობის ,,საზოგადოება ცოდნის“ და შპს ინტერბიზნესის აკადემიის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხულ სტუდენტებს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე შეუჩერდათ სტუდენტის სტატუსი და მათ უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ მობილობაში:
1. სტატუსის შეჩერებიდან 5 წლის განმავლობაში, სწავლის პერიოდის ხანგრძლივობის მიუხედავად;
2. მობილობის საფასურის გადახდის გარეშე.

დამატებით გაცნობებთ, რომ ცენტრის დირექტორის 2018 წლის 3 ივლისის №593/ი ბრძანებით განისაზღვრა 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის პროცესის ვადები:
ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მობილობის წესით ჩასარიცხი სტუდენტების ადგილების ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 09 ივლისიდან 23 ივლისის ჩათვლით;
ბ) მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 25 ივლისიდან 16 აგვისტოს 18:00 საათამდე.

დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ მისამართებზე:
ტელეფონი: (+995 32) 2 200 220
ელ-ფოსტა: info@eqe.ge

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge