კალენდარი

arrow ოქტომბერი 2018 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
151617181920
21
22232425262728
293031    
  • BFUG
  • ENQA
  • EUA
  • EFQM
  • WORLDSKILLS

სიახლეები

აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებები განახლებულ სტანდარტებსა და პროცედურებს დაეფუძნება

10 ივლისი, 2018


2018 წლის დასაწყისიდან ამოქმედდა აკრედიტაციის განახლებული სტანდარტები და პროცედურები, რომლებიც მორგებულია უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებსა და სახელმძღვანელო პრინციპებს (ESG 2015) და უზრუნველყოფს შედეგზე ორიენტირებული შეფასების განხორციელებას. 2018 წლის 7 და 8 ივლისს შედგა საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს სამუშაო შეხვედრა. აღნიშნული შეხვედრის მიზანი იყო საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემაში განხორციელებული ცვლილებების დეტალური განხილვა. საბჭოს წევრებმა კიდევ ერთხელ იმსჯელეს აკრედიტაციის განახლებულ სტანდარტებზე, თვითშეფასების ფორმასა და სტანდარტის შეფასების ოთხდონიან სკალაზე. ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე როგორიცაა შედეგზე ორიენტირებული ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა, სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების პროცესი, სადოქტორო პროგრამების შეფასების თავისებურებები, სტატისტიკური მონაცემების მნიშვნელობა პროგრამის შეფასების პროცესში, ძირითადი განსხვავება სტანდარტის შეფასების ოთხ დონეს შორის, საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ნაირსახეობები და სხვა. იქიდან გამომდინარე რომ უახლოეს სხდომებზე საბჭოს მოუწევს აკრედიტაციის განახლებული სტანდარტების მიხედვით შეფასებული საგანმანათლებლო პროგრამების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება, მნიშვნელოვანი იყო ცვლილებების დეტალური განხილვა და ერთიან მიდგომაზე ჩამოყალიბება. აღნიშნული ხელს შეუწყობს საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების თანამიმდევრულობასა და გამჭვირვალობას.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge