კალენდარი

arrow სექტემბერი 2020 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
 123456
78910111213
14151617
18
1920
21222324252627
282930    

სიახლეები

შეხვედრა ეროვნულ საკვალიფიკაციო ჩარჩოში ცვლილებების განხორციელებასთან დაკავშირებით

6 ივნისი, 2013

გაცნობებთ, რომ 2013 წლის 11 ივნისს, 12:00 საათზე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში (მისამართი: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. №1) გაიმართება შეხვედრა, რომელზეც განსახილველად წარმოდგენილი იქნება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივა,  ეროვნულ საკვალიფიკაციო ჩარჩოში  „არქეოლოგიის“ კვალიფიკაციის  ჰუმანიტარული მეცნიერებანის მიმართულებიდან, მიმართულებათაშორისი დარგები ან სპეციალობების მიმართულებაში გადატანის საკითხი.


შეხვედრაზე, ასევე განიხილება ეროვნულ საკვალიფიკაციო ჩარჩოში  კვალიფიკაციის - „პალეობიოლოგიის/პალეოანთროპოლოგიის“ დამატების საკითხი.        

      
ზემოთ აღნიშნული საკითხების განხილვაში მონაწილეობის მისაღებად ცენტრი იწვევს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების  შესაბამისი  დარგის წარმომადგენლებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს.


განხილვაში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ  არაუგვიანეს 10 ივნისისა შემდეგ ტელეფონებზე:  2200220 (შიდა 3509); 577 278843 ან მოგვწეროთ info@eqe.ge-ზე.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge