კალენდარი

arrow ოქტომბერი 2018 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
151618192021
22232425262728
293031    
  • BFUG
  • ENQA
  • EUA
  • EFQM
  • WORLDSKILLS

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საყურადღებოდ! ცვლილება ეროვნულ საკვალიფიკაციო ჩარჩოში

9 აგვისტო, 2018

ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს №4 დანართით განსაზღვრული მიმართულებების, დარგების/სპეციალობების, ქვედარგების/სპეციალიზაციებისა და პროფესიული სპეციალიზაციების ჩამონათვალს ინჟინერიის მიმართულების დარგის/სპეციალობის ჩამონათვალს დაემატა - „სამოქალაქო ინჟინერია“.
აღნიშნული დარგის/სპეციალობის დამატება ინიცირებულ იქნა სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ და განხორციელდა პირველად, ცენტრის მიერ განახლებული პროცედურების შესაბამისად. „სამოქალაქო ინჟინერიის“ დამატების საკითხი განიხილა არქიტექტურისა და მშენებლობის მიმართულების უმაღლესი განათლების დარგობრივმა საბჭომ. საბჭოს წევრებმა განიხილეს ინიციატორი მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი განაცხადი, რომელშიც წარმოდგენილი იყო ახალი კვალიფიკაციის საჭიროების დასაბუთება, სწავლებისა და კვალიფიკაციების მინიჭების სფეროში საერთაშორისო გამოცდილების ანალიზი, შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგები. საბჭომ მიიღო დადებითი გადაწყვეტილება ეროვნულ საკვალიფიკაციო ჩარჩოში ინჟინერიის მიმართულებაში სამოქალაქო ინჟინერიის დარგის დამატების თაობაზე და მოამზადა შესაბამისი რეკომენდაცია.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანება

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge