კალენდარი

arrow დეკემბერი 2018 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
     12
3456789
10111213141516
171920212223
24252627282930
31      
  • BFUG
  • ENQA
  • EUA
  • EFQM
  • WORLDSKILLS

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ!

31 აგვისტო, 2018

სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2018 წლის 30 აგვისტოს N799/ი ბრძანებით დამტკიცდა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე (60 ECTS) 2018 წელს აპლიკანტთა ჩარიცხვის მიზნით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ წარმოსადგენი სპეციალური ანკეტა-კითხვარის ფორმა და ასევე განისაზღვრა მისი წარმოდგენის ვადები.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას, 2018 წელს აპლიკანტთა ჩარიცხვის მიზნით, უფლებამოსილია სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში შევსებული ანკეტა-კითხვარი წარმოადგინოს 2018 წლის 3 სექტემბრიდან 7 სექტემბრის ჩათვლით. დადასტურებული ანკეტა-კითხვარები განთავსდება ცენტრის ვებ-გვერდზე.

საკონტაქტო პირები:
ნინო ბერელიძე - 577278842
ეკატერინე ჩინჩალაძე - 577278807

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge