კალენდარი

arrow მაისი 2019 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20
21
2223242526
2728293031  
  • BFUG
  • ENQA
  • EUA
  • EFQM
  • WORLDSKILLS

სიახლეები

სოფლის მეურნეობისა და სასურსათო ტექნოლოგიების მიმართულებით შექმნილი ახალი სახელმძღვანელოების პრეზენტაცია გაიმართა

14 სექტემბერი, 2018

13 სექტემბერს გაეროს განვითარების პროგრამის ინიციატივით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ შვეიცარიულ გამომცემლობასთან (LMZ) თანამშრომლობით შემუშავებული სახელმძღვანელოების ვალიდაციის სემინარი გაიმართა. სემინარზე განხილული იყო სოფლის მეურნეობისა და სასურსათო ტექნოლოგიების მიმართულებით შექმნილი სასწავლო რესურსები პროფესიული სტუდენტებისათვის. შვეიცარიული გამომცემლობის, LMZ-ის ხელმძღვანელმა სემინარის მონაწილეებს გაუზიარა საგანმანათლებლო რესურსების შექმნის შვეიცარიული გამოცდილება და გაიმართა დისკუსია პროფესიული სახელმძღვანელოების შექმნის მეთოდოლოგიურ საკითხებზე.
„პროფესიული განათლების სპეციფიკაზე მორგებული სახელმძღვანელოები სოფლის მეურნეობისა და სასურსათო ტექნოლოგიების მიმართულებით საქართველოში წლებია არ შემუშავებულა და სისტემა აღნიშნული რესურსების დეფიციტს განიცდიდა. ეს რესურსები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პროფესიული განათლების რეფორმის განხორციელებას“- განაცხადა სემინარზე პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სასმახურის უფროსმა კახაბერ ერაძემ.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge