კალენდარი

arrow დეკემბერი 2019 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
910
11
12131415
16171819202122
23242526272829
3031     

სიახლეები

საქართველოს პროფესიული საგანათლებლო დაწესებულებები სწავლების ხარისხით ევროპულ კოლეჯებს არ ჩამოუვარდებიან

21 სექტემბერი, 2018


21 სექტემბერს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს სლოვაკეთის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლები ეწვივნენ.
სტუმრები გაეცნენ საქართველოს პროფესიული განათლების სისტემას და მიმდინარე რეფორმის მთავარ მიმართულებებს. შედგა საუბარი საქართველოსა და სლოვაკეთის პროფესიული განათლების სისტემების შესახებ.
ბრატისლავის პროფესიული სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებლები და სტუდენტთა ჯგუფი ერთი კვირაა პროფესიულ კოლეჯ იკაროსს სტუმრობენ, სადაც მასტერ კლასებს გადიან ქართულ სამზარეულოში, კონდიტერიასა და სარესტორნო მომსახურეობაში.
„ეს ვიზიტი პირველი არაა, ჩვენი კოლეჯის წარმომადგენლებიც ცოტა ხნის წინ დიდი წარმატებით დაბრუნდნენ სლოვაკეთში გამართული კონკურსიდან. მსგავსი ღონისძიებებში მონაწილეობით გვინდა ქართული პროფესიული განათლება წარმოვაჩინოთ ევროპაში“- განაცხადა კოლეჯი იკაროსის დირექტორმა რუსუდან ჩართოლანმა.
ბრატისლავის კოლეჯის დირექტორმა მარია კატრენიაკოვამ აღნიშნა, რომ საქართველოს პროფესიული საგანათლებლო დაწესებულებები სწავლების ხარისხით ევროპულ კოლეჯებს არ ჩამოუვარდებიან, მეტიც, საგანმანათლებლო პროგრამების შინაარსი, თანამედროვე აღჭურვილობა, მასალებით უზრუნველყოფა და ინდივიდუალური მიდგომები სტუდენტებისადმი- ეს ის საკითხებია, რაშიც ისინი ისურვებდნენ ქართული გამოცდილების გაზიარებას.
„ახალი კანონი პროფესიული განათლების შესახებ, რომელიც მესამე მოსმენით უკვე მიიღო პარლამენტმა, პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის ახალ შესაძლებლობებს იძლევა. ჩვენ მივესალმებით და ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში ხელს შევუწყობთ კოლეჯების საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებას- აღნიშნა შეხვედრაზე პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა კახაბერ ერაძემ.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge