კალენდარი

arrow იანვარი 2019 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
 123456
78910111213
14151617181920
2122
23
24252627
28293031   
  • BFUG
  • ENQA
  • EUA
  • EFQM
  • WORLDSKILLS

სიახლეები

უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლების შემუშავების პროცესი გრძელდება

25 სექტემბერი, 2018


მიმდინარე წლის 19 სექტემბერს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში განათლების მიმართულების უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ჩატარდა, რომლის მიზანს პროფესიული განათლების მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების კონცეფციისა და მათი საფუძველი დარგობრივი მახასიათებლის პროექტის მონახაზზე შეთანხმება წარმოადგენდა.
სამუშაო ჯგუფის შეხვედრა საკმაოდ ნაყოფიერად წარიმართა. პროფესიული განათლების მასწავლებლის მომზადების დარგობრივი მახასიათებლის პროექტის შემუშავების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მუშაობაში, საბჭოს წევრების გარდა, აქტიურად ჩაერთნენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენ¬ტის, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული მას¬წა¬¬ვ¬¬ლებ¬ლის განვითარების პროგრამის, სსიპ განათლების ხარისხის გან¬ვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის, MCA-საქრთველოს პროექტის - პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარები¬სათვის-ISWED, გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის - საქართველოში სოფლის მე-ურნეობასთან დაკავშირე¬ბუ¬ლი სისტემების გაფარ¬თო¬ება და პროფესიული განათლების მოდერნიზა¬ცია, კერძო სკოლების ასოციაციისა და კოლეჯების წარმომადგენლები - დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტები.
სამუშაო პროცესში დარგის სპეციალისტებმა მოსაზრებები გამოთქვეს პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის სრულყოფის საკითხთან დაკავშირებით, აგრეთვე, საგანმანათლებლო პროგრამების დარგობრივ მახასიათებელში პროგრამების შესაძლო სტრუქტურასთან მიმართებით იმსჯელეს და საინტერესო ინიციატივები განიხილეს.
პროფესიული განათლების მასწავლებლის მომზადების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის შემუშავების საკითხის აქტუალობის გათვალისწინებით, აგრეთვე, შემუშავება-განხილვის პროცესში დაინტერესებულ მხარეთა ფართო ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით, ინფორმაცია სამუშაო ჯგუფის მუშაობის თაობაზე კვლავ აიტვირთება ცენტრის ვებგვერდზე, რაც შესაძლებლობას მისცემს ყველა დაინტერესებულ პირს თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიიღოს მონაწილეობა სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში და საკუთარი წვლილი შეიტანოს პროფესიული მასწავლებლის საგანმანათლებლო პროგრამებისათვის დარგობრივი მახასიათებლების შემუშავება-განხილვის პროცესში.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge