კალენდარი

arrow აპრილი 2020 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6
789101112
13141516171819
20212223242526
27282930   

სიახლეები

უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლების შემუშავების პროცესი გრძელდება

4 ოქტომბერი, 2018

მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში აგრარული მეცნიერებების მიმართულების უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ჩატარდა, რომლის მიზანს სასურსათო ტექნოლოგიების მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამებისათვის დარგობრივი მახასიათებლის პროექტის შემუშავება წარმოადგენდა.
სამუშაო ჯგუფის შეხვედრა საკმაოდ ნაყოფიერად წარიმართა. დარგობრივი მახასიათებლის პროექტის შემუშავების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში, საბჭოს წევრების გარდა, აქტიურად ჩაერთნენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები - დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტები.
სამუშაო პროცესში დარგის სპეციალისტებმა სასურსათო ტექნოლოგიების მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამების დარგობრივ მახასიათებელში პროგრამების შესაძლო სტრუქტურასთან მიმართებით იმსჯელეს და საინტერესო ინიციატივები განიხილეს.
სასურსათო ტექნოლოგიების მიმართულების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისათვის დარგობრივი მახასიათებლის შემუშავების საკითხის აქტუალობის გათვალისწინებით, აგრეთვე, შემუშავება-განხილვის პროცესში დაინტერესებულ მხარეთა ფართო ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით, ინფორმაცია სამუშაო ჯგუფის მუშაობის თაობაზე კვლავ აიტვირთება ცენტრის ვებგვერდზე, რაც შესაძლებლობას მისცემს ყველა დაინტერესებულ პირს თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიიღოს მონაწილეობა სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში და საკუთარი წვლილი შეიტანოს სასურსათო ტექნოლოგიების მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამებისათვის დარგობრივი მახასიათებლების შემუშავება-განხილვის პროცესში.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge