კალენდარი

arrow მარტი 2019 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11121314151617
18192021
22
2324
25262728293031
  • BFUG
  • ENQA
  • EUA
  • EFQM
  • WORLDSKILLS

სიახლეები

განათლების ხარისიხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორად გიორგი ვაშაკიძე დაინიშნა

9 ოქტომბერი, 2018

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა - მიხეილ ბატიაშვილმა, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს კონკურსის წესით შერჩეული ახალი დირექტორი წარუდგინა.

გიორგი ვაშაკიძე, გახლავთ ჰამბურგის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორი. მას 2006 წლიდან დღემდე მოპოვებული აქვს მრავალი სამეცნიერო სტიპენდია, მათ შორის, ალფრედ ტოპფერის ფონდის დოქტორანტთა სტიპენდია; მაქს-პლანკის სახელობის საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო კერძო სამართლის ინსტიტუტის სტიპენდია და სხვ. იგი ასევე გახლავთ მრავალი მონოგრაფიის, კვლევისა და სტატიის ავტორი.

საერთაშორისო, კერძო და საჯარო მენეჯერულ თანამდებობებზე გიორგი ვაშაკიძეს მუშაობის 10-წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს. ბოლო პერიოდში გიორგი ვაშაკიძე მუშაობდა ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს სხვადასხვა პროექტებში. იგი 9 წელია ეწევა აკადემიურ საქმიანობას.

2013 წლიდან გიორგი ვაშაკიძე ასევე აქტიურად არის ჩართული საექსპორტო საქმიანობაში, მათ შორის: UNDP -პროფესიული განათლების რეფორმის ხელშეწყობა საქართველოში - პროფესიული განათლების შესახებ კანონის პროექტის მომზადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის; UNDP - პროფესიული განათლების რეფორმის ხელშეწყობა - სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული ფროფესიული სასწავლებლების მიერ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება (მდგომარეობის ანალიზი და რეკომენდაციები საკანონმდებლო რეფორმისათვის).

ახალ დირექტორსა და ცენტრის თანამშრომლებს შორის გაცნობითი შეხვედრა გაიმართა.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge