კალენდარი

arrow ნოემბერი 2018 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
567891011
12131415161718
1920
21
22232425
2627282930  
  • BFUG
  • ENQA
  • EUA
  • EFQM
  • WORLDSKILLS

სიახლეები

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტი, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის ( ENQA) წევრობისთვის ემზადება

15 ოქტომბერი, 2018

საქართველოს ევროპასთან ასოცირების დღისწესრიგით აღებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, უმაღლესი განათლების ხარისხის გაზრდისა და ინტერნაციონალიზაციის ხელშესაწყობად, ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა დაიწყო ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების შესაბამისობაში მოყვანა და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) წევრობისათვის მზადება.

უმაღლესი განათლების სარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის მისია არის (European Association for Quality Assurance in Higher Education, ENQA) ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარება, რასაც ორგანიზაცია ახორციელებს ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების საერთაშორისო წარმომადგენლობის მეშვეობით. ხელს უწყობს მათ განვითარებას ეროვნულ დონეზე, სთავაზობს შესაბამის სერვისებს და თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატებს. ამ კუთხით ENQA ხარისხის უზრუნველყოფის განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალაა ევროპაში.

ასოციაციას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის შენარჩუნებისა და ამაღლების პროცესში და ვრცელდება ბოლონიის პროცესის ხელმომწერი ქვეყნების მასშტაბით.

უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციაში (ENQA) საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი ორგანოს გაწევრიანება, თავისმხრივ, ნიშნავს ევროპულ სტანდარტებთან და რეკომენდაციებთან (ESG) ეროვნული შეფასების სისტემის თავსებადობას, უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობას, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროგრამების შეფასების სისტემის სანდოობის მაღალ დონეს, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის მუდმივ განვითარებას და მისი, როგორც განმახორციელებლის კონტროლის მექანიზმის არსებობას, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ევროპული რეესტრში The European Quality Assurance Register for Higher Education (EQAR) რეგისტრირებას, საქართველოში მიღებული კვალიფიკაციების და დიპლომების სრულად და ავტომატურად აღიარების საშუალებას, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიება/გამყარებას.

2013 წლის 22 ნოემბერს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) (European Association for Quality Assurance in Higher Education) აფილირებული ორგანიზაციის სტატუსი მიენიჭა.

2018 წლის თებერვალში განათლების ხარისხის ეროვნულმა ცენტრმა ოფიციალურად განაცხადა ENQA-ში გაწევრიანების სურვილი, ხოლო აგვისტოს თვიდან, მათთან შეთანხმებული სამოქმედო გეგმის მიხედვით დაიწყო ENQA-ს წევრობისათვის განსახორციელებელი აუცილებელი პროცედურების გავლა.

ENQA-ს შემფასებელთა მისია საქართველოში ჩამოვა 2018 წლის ოქტომბრის ბოლოს. რომლებიც შეაფასებენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და მის საქმიანობას. ასევე, შედგება შეხვედრები რეფორმის განმახორციელებელ სხვა უწყებებთან და დაინტერესებულ მხარეებთან,რის შემდგომ ENQA-ს საბჭო განიხილავს ანგარიშს და მიიღებს გადაწყვეტილებას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წევრობასთან დაკავშირებით.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge