კალენდარი

arrow ნოემბერი 2018 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
567891011
121315161718
19202122232425
2627282930  
  • BFUG
  • ENQA
  • EUA
  • EFQM
  • WORLDSKILLS

სიახლეები

რიგგარეშე მობილობასთან დაკავშირებით ღია კარის დღე გაიმართა

19 ოქტომბერი, 2018

19 ოქტომბერს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, შპს - ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ღია კარის დღე ჩატარდა. სტუდენტები შეხვდნენ ცენტრის წარმომადგენლებს და მიიღეს საჭირო ინფორმაცია რიგგარეშე მობილობასთან დაკავშირებულ საკითხებსა და მათთვის საინტერესო კითხვებზე. სტუდენტებს განემარტათ რიგგარეშე მობილობის პროცედურა.

მომდევნო ღია კარის დღეები გაიმართება შემდეგ თარიღებში:

➡️ შპს - ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისთვის ღია კარის დღე ჩატარდება მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს 11:00 სთ-დან 13:00 სთ-მდე ნულოვან სართულზე

➡️ სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის, შპს - საქართველოს ბიზნეს აკადემიის - SBA-ის, შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, შპს ევროპის უნივერსიტეტისა, შპს საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის სტუდენტებისათვის და აბიტურიენტებისათვის ღია კარის დღე ჩატარდება მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს, 11:00 სთ-დან 13:00 სთ-მდე ნულოვან სართულზე.

შეხვედრები ზემოაღნიშნული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებთან დაგეგმილია, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში შემდეგ მისამართზე: მერაბ ალექსიძის ქუჩა N1.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge