კალენდარი

arrow ნოემბერი 2018 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
567891011
12
13
1415161718
19202122232425
2627282930  
  • BFUG
  • ENQA
  • EUA
  • EFQM
  • WORLDSKILLS

სიახლეები

სამართლის მიმართულების უმაღლესი განათლების ახალ დარგობრივ მახასიათებელზე მუშაობა გრძელდება

19 ოქტომბერი, 2018



განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში სამართლის მიმართულების უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს სხდომა ჩატარდა. საბჭომ სამართლის მიმართულების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისათვის ახალი დარგობრივი მახასიათებლის პროექტის შემუშავებასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელა.

საბჭოს წევრთა შეფასებით, ახალი დარგობრივი მახასიათებლის შემუშავება-ამოქმედება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ხარისხიანი იურიდიული განათლების მიღებასთან დაკავშირებული რიგი პრობლემების გადაწყვეტას.

არსებული დარგობრივი მახასიათებელი, როგორც საგანმანათლებლო სტანდარტი, უკვე აღწერს მინიმალური სწავლის შედეგებს, რომელიც უნდა ჰქონდეს ბაკალავრის/ მაგისტრის კვალიფიკაციის მფლობელს; ამ შედეგების მიღწევისა და შეფასების გზებს; სწავლის შედეგების მისაღწევად სავალდებულო რესურსებს (მატერიალური, ტექნიკური, ადამიანური); სხვა არსებით მახასიათებლებს, რაც სავალდებულოა საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრული სწავლის შედეგების მისაღწევად. ამ ეტაპზე დარგობრივი საბჭოს სამოქმედო ამოცანად განისაზღვრა დარგობრივი მახასიათებლების შემუშავება საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებისათვის. ასევე საბჭომ გრძელვადიან მიზნად დაისახა სამართლის სადოქტორო პროგრამების კონცეფციის შემუშავება-განხილვა, აგრეთვე უმაღლესი იურიდიული განათლების კონცეფციის შემუშავების პროცესში მონაწილეობა სხვა დაინტერესებულ მხარეებთან მჭიდრო თანამშრომლობით.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge