კალენდარი

arrow ნოემბერი 2018 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
567891011
12
13
1415161718
19202122232425
2627282930  
  • BFUG
  • ENQA
  • EUA
  • EFQM
  • WORLDSKILLS

სიახლეები

ღია კარის დღე სტუდენტებისათვის!

5 ნოემბერი, 2018

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, მის მიერ განხორციელებული საქმიანობისა და საჯარო სამსახურის პოპულარიზაციის მიზნით შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) სტუდენტებს უმასპინძლა.
სალექციო კურსის ფარგლებში, რომელსაც შპს - შავი ზღვის საერთაშორისო უნიევრსიტეტში ცენტრის რეესტრის სამმართველოს უფროსი ნინო წერეთელი უძღვება, საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მართველობის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები  ცენტრის ოფიციალური ვებგვერდის მოხმარების წესს, საქმისწარმოების ელექტორნულ სისტემას, სტრუქტურასა და ცენტრის ძირითად ფუნქციებს გაეცნენ.
სტუდენტები შეხვდნენ ცენტრის დირექტორს გიორგი ვაშაკიძეს, რომელმაც დაათვალიერებინა მათ ცენტრის ინფრასტრუქტურული გარემო და მიაწოდა ინფორმაცია ყველა იმ სერვისების შესახებ, რომელსაც ცენტრი ყოველდღიურ რეჟიმში გასცემს მოქალაქეებისათვის.
სტუდენტებმა აქტიური დაინტერესება გამოხატეს ცენტრში მიმდინარე პროცესების შესახებ, რის გამოც ცენტრის ადმინისტრაცია მომავალშიც გეგმავს მსგავსი ღონისძიებების განხორციელებას სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებისათვის.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge