კალენდარი

arrow ოქტომბერი 2020 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627
28
293031 

სიახლეები

ცენტრის ანგარიშვალდებულების მექანიზმები იხვეწება

22 ნოემბერი, 2018

სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მართვისა და განვითარების პროცესში დაინტერესებული მხარეების ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით, ცენტრის საკოორდინაციო საბჭოს წევრების შემადგენლობა განისაზღვრა.

საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში შედიან: სამინისტროს წარმომადგენელი, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმითა და კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელები, დამსაქმებელთა და სამოქალაქო (არასამთავრობო) სექტორის წარმომადგენელი, უცხოელი სპეციალისტი და მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული, რომელთა ცოდნა და გამოცდილება მნიშვნელოვანი იქნება ცენტრის საქმიანობის განვითარებისათვის. უახლოეს მომავალში საკოორდინაციო საბჭოს დაემატება სტუდენტიც, რომელიც შეირჩევა კონკურსის წესით.

საკოორდინაციო საბჭო განიხილავს ცენტრის სამოქმედო/სტრატეგიულ გეგმებს, შეიმუშავებს წინადადებებს მათში შესატანი ცვლილებებისა და ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესახებ; ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტებსა და პროცედურებს, შეიმუშავებს წინადადებებს მათი შემდგომი გაუმჯობესების მიზნით; ცენტრის საქმიანობის ანგარიშებს და ცენტრის ბიუჯეტის პროექტს; ცენტრის საქმიანობის გარე შეფასების შედეგებს; განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობებს და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge