კალენდარი

arrow დეკემბერი 2018 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
     12
3456789
10111213141516
1718
19
20212223
24252627282930
31      
  • BFUG
  • ENQA
  • EUA
  • EFQM
  • WORLDSKILLS

სიახლეები

განახლებული ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩო - გზა საერთაშორისო განათლების სივრცეში ინტეგრაციისკენ

6 დეკემბერი, 2018


21-30 ნოემბერს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივითა და „ევროპის განათლების ფონდის“ (ETF) დახმარებით განხორციელდა საინფორმაციო შეხვედრები განახლებული ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს, სწავლის სფეროების კლასიფიკატორისა და განახლებული ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მართვის, განვითარებისა და მონიტორინგის დოკუმენტების გაცნობის მიზნით.
შეხვედრებში მონაწილეობდა ყვალა დაინტერესებული მხარე: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები; უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურების წარმომადგენლები; ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტები, დამსაქმებლები და სტუდენტები. შეხვედრებს უძღვებოდა „ევროპის განათლების ფონდის“ (ETF) ექსპერტი ლალი ბაქრაძე.
შეხვედრებზე ასევე განიხილეს კვალიფიკაციების ხარისხის უზრუნველყოფის მექნიზმები; არაფორმალური და პროფესიული განათლების ასპექტები; შემდგომი გამოწვევები და განვითარების შესაძლებლობები.
განახლებული ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩო, სწავლის სფეროების კლასიფიკატორი სრულ შესაბამისობაშია ევროპის კვალიფიკაციების ჩარჩოსთან (EQF) და განათლების საერთაშორისო სტანდარტულ კლასიფიკატორთან (ISCED-F-2013). აღნიშნული დოკუმენტების ამოქმედება კიდევ უფრო მეტად შუწყობს ხელს საქართველოს განათლების სისტემის ჰარმონიზაციის პროცესს ევროპის განათლების სივრცესთან.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge