კალენდარი

arrow ივლისი 2019 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15
16
1718192021
22232425262728
293031    
  • BFUG
  • ENQA
  • EUA
  • EFQM
  • WORLDSKILLS

სიახლეები

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ავტორიზაციის მაძიებელთა საყურადღებოდ!

10 დეკემბერი, 2018

ცენტრის დირექტორის 2018 წლის 3 დეკემბრის N 1081 და N1082 ბრძანებების საფუძველზე 2019 წლის 1 იანვრიდან უქმდება შემდეგი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტები/ პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტები:

1. პრაქტიკოსი ექთანი
2. ექთნის თანაშემწე
3. ფარმაცევტის თანაშემწე
4. სტომატოლოგიური საქმე
5. მასაჟისტ-რეაბილიტატორი
6. დეკორატიულ-გამოყენებითი ქსოვილების სპეციალისტი
7. ფეხსაცმლისა და ტყავის აქსესუარების სპეციალისტი
8. სამგანზომილებიანი გრაფიკის სპეციალისტი (გენერალისტი)
9. ხის მხატვრული დამუშავების სპეციალისტი
10. სატრანსპორტო ლოგისტიკის ოპერატორი
11. აგრარული ტექნიკის მექანიკოსი
12. იუველირი
13. მემინანქრე
14. მქარგავი

„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე საგანმანათლებლო დაწესებულებები უფლებამოსილნი არიან ამ ჩარჩო დოკუმენტების/პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტების საფუძველზე შემუშავებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტებს სწავლა დაასრულებინონ და მიანიჭონ ამ პროგრამებით გათვალისწინებული კვალიფიკაცია.
კანონის ამავე მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე, საგანმანათლებლო დაწესებულებები უფლებამოსილნი არ არიან 2019 წლის 1 იანვრიდან ზემოთ აღნიშნული ჩარჩო დოკუმენტების/პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტების საფუძველზე შემუშავებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიიღონ ახალი პროფესიული სტუდენტები.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge