კალენდარი

arrow დეკემბერი 2019 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
91011121314
15
16171819202122
23242526272829
3031     

სიახლეები

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელთა საყურადღებოდ

19 დეკემბერი, 2018


მიმდინარე წლის 3 დეკემბერს, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის N1081/ი და N1082/ი ბრძანებების საფუძველზე გაუქმების თარიღი განესაზღვრათ შემდეგ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტებს:
1. პრაქტიკოსი ექთანი (გაუქმების თარიღი 2019 წლის 1 იანვარი)
2. ექთნის თანაშემწე (გაუქმების თარიღი 2019 წლის 1 იანვარი)
3. ფარმაცევტის თანაშემწე (გაუქმების თარიღი 2019 წლის 1 იანვარი)
4. სტომატოლოგიური საქმე (გაუქმების თარიღი 2019 წლის 1 იანვარი)
5. მასაჟისტ-რეაბილიტატორი (გაუქმების თარიღი 2019 წლის 1 იანვარი)
6. დეკორატიულ-გამოყენებითი ქსოვილების სპეციალისტი (გაუქმების თარიღი 2019 წლის 1 იანვარი)
7. ფეხსაცმლისა და ტყავის აქსესუარების სპეციალისტი (გაუქმების თარიღი 2019 წლის 1 იანვარი)
8. სამგანზომილებიანი გრაფიკის სპეციალისტი (გენერალისტი) (გაუქმების თარიღი 2019 წლის 1 იანვარი)
9. ხის მხატვრული დამუშავების სპეციალისტი (გაუქმების თარიღი 2019 წლის 1 იანვარი)
10. სატრანსპორტო ლოგისტიკის ოპერატორი (გაუქმების თარიღი 2019 წლის 1 იანვარი)
11. აგრარული ტექნიკის მექანიკოსი (გაუქმების თარიღი 2019 წლის 1 იანვარი)
12. იუველირი (გაუქმების თარიღი 2019 წლის 1 იანვარი)
13. მემინანქრე (გაუქმების თარიღი 2019 წლის 1 იანვარი)
14. მქარგავი (გაუქმების თარიღი 2019 წლის 1 იანვარი)
აღსანიშნავია, რომ სისტემაში უკვე არსებობს ზემოთ ჩამოთვლილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტების განვითარებული, ცვლილება ასახული ვერსიები.
მიმდინარე წლის 24 დეკემბერს, 12:00 საათზე, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 0 სართულზე, დიდი საკონფერენციო დარბაზში გაიმართება შეხვედრა გაუქმებულ ჩარჩო დოკუმენტების შედეგად განსახორციელებელი აქტივობების შესახებ. დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით - ტელ.: 2 200 220 (3709); 577275200; ელ.ფოსტა: t.rukhadze@eqe.ge, საკონტაქტო პირი - თამარ რუხაძე 

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge