კალენდარი

arrow აგვისტო 2019 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
567891011
12131415161718
192122232425
262728293031 
  • ENQA
  • EFQM
  • EUA
  • WORLDSKILLS
  • Twining
  • BFUG
  • EQAR

სიახლეები

კონკურსი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა შერჩევის მიზნით

24 დეკემბერი, 2018


სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს კონკურსს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა შერჩევის მიზნით.
განაცხადების მიღების ვადათ განისაზღვროს 2018 წლის 24 დეკემბრიდან 2019 წლის 04 იანვრის ჩათვლით.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული ხარისხი;
ბ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ფუნქციონირების, მასში მიმდინარე პროცესებისა და სპეციფიკის ცოდნა, რაც დასტურდება შესაბამისი სამუშაო გამოცდილებით;
გ) ზოგად განათლებასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების ცოდნა:
• „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
• „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი;
• „ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 18 ოქტომბრის №84 დადგენილება;
• „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანება;
• „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის № 99/ნ ბრძანება;
• „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 თებერვლის №68 დადგენილება;
დ) კომპიუტერული უნარების ქონა;
ე) გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
ვ) მონაცემების შეგროვების, ანალიზისა და არგუმენტირებული მსჯელობის უნარი.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა დამატებით მოთხოვნად განისაზღვროს ზოგადი განათლების სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტის ფუნქციებად განისაზღვროს:
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით სტატუსის მაძიებლის საავტორიზაციო ან მონიტორინგის/მოსწავლეთა ადგილების რაოდენობის გაზრდის საქმისწარმოების სპეციფიკის გათვალისწინებით:
ა) საგანმანათლებლო დაწესებულების შეფასების პირველ ეტაპზე, წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლა;
ბ) დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე თითოეულ სტანდარტთან მიმართებით, შენიშვნების, მოსაზრებებისა და კითხვების ჩამოყალიბება, რომელთა გარკვევაც სურს ვიზიტის ფარგლებში ან/და დაწესებულებისგან დამატებით გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე და შეთანხმებულ ვადებში ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარისათვის გაგზავნა;
გ) შესწავლილი დოკუმენტაციის განხილვის მიზნით ექსპერტთა ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობის მიღება;
დ) ვიზიტის განხორციელების შემთხვევაში ვიზიტის დღის წესრიგის შედგენაში მონაწილეობის მიღება;
ე) ვიზიტის განხორციელების შემთხვევაში, წინასწარ შეთანხმებული დღის წესრიგის მიხედვით, დასკვნის შესადგენად ყველა საკითხის შესწავლა, მათ შორის, დაინტერესებულ პირებთან ინტერვიუირების ჩატარება, საჭიროების შემთხვევაში დამატებითი დოკუმენტაციის გამოთხოვა, ვიზუალური დათვალიერების მოხდენა და დღის წესრიგით გაუთვალისწინებელი აქტივობების განხორციელება;
ვ) თვითშეფასებაში/მოსწავლეთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდის შესახებ განაცხადში (მოსწავლეთა ზღვრული რაოდენობის განსაზღვრის მეთოდოლოგიის – პროგრამების სპეციფიკისა და დაწესებულების რესურსების გათვალისწინებით) ასახული ინფორმაციის შესაბამისობის გადამოწმება დაწესებულებაში არსებულ მდგომარეობასთან და ავტორიზაციის სტანდარტებთან მიმართებით;
ზ) ვიზიტის/დოკუმენტაციის შესწავლის შემდგომ მონაწილეობის მიღება შეფასების შედეგების განხილვაში, შეჯამებასა და დასკვნის პროექტის/დასკვნის მომზადებაში;
თ) მონაწილეობის მიღება შესაბამისი საკითხის განხილვაში ავტორიზაციის საბჭოს სხდომაზე.

კანდიდატმა ცენტრის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე - info@eqe.ge აუცილებლად უნდა გამოაგზავნოს:
ა) კვალიფიკაციის/განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი;
ბ) სამოტივაციო წერილი;
გ) ავტობიოგრაფია (CV) ორი რეკომენდატორის მითითებით.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა შესარჩევი კონკურსის ეტაპებად განისაზღვროს:
ა) განცხადების წარდგენა;
ბ) წარმოდგენილი დოკუმენტაციის გადარჩევა შესაბამისი მოთხოვნების გათვალისწინებით;
გ) ექსპერტთა შერჩევის მიზნით, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით შესაბამისი კომისიის შექმნა;
დ) გასაუბრება;
ე) კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატების შესახებ რეკომენდაციის წარდგენა ცენტრის დირექტორისთვის;
ვ) ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ექსპერტთა შეყვანა ექსპერტთა კორპუსის შემადგენლობაში.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტი არ შეიძლება იყოს ცენტრის თანამშრომელი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ცენტრში დასაქმებულია 3 თვეზე ნაკლები ვადით, კონკრეტული მოცულობის საექსპერტო სამუშაოს შესასრულებლად.

კომისიამ თითოეულ კანდიდატთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს განაცხადების წარმოდგენის ვადის დასრულებიდან 3 თვის ვადაში.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge