კალენდარი

arrow მაისი 2019 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27
28293031  
  • BFUG
  • ENQA
  • EUA
  • EFQM
  • WORLDSKILLS

სიახლეები

კონფერენცია - ''უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის განახლებული სისტემის დანერგვა: შედეგები და შემდგომი ნაბიჯები''

15 იანვარი, 2019

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა წლის შემაჯამებელი კონფერენცია - "უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის განახლებული სისტემის დანერგვა: შედეგები და შემდგომი ნაბიჯები"

✔კონფერენციაზე განხილეს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის განახლებული ევროპული სტანდარტებისა და პროცედურების მიხედვით (ESG2015) საქართველოში განხორციელებული ავტორიზაციისა და აკრედიტაციის შეფასების შედეგები, სისტემის გაუმჯობესების შესაძლებლობები და შემდგომი ნაბიჯები.

✔კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს, საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს, სააპელაციო საბჭოს წევრები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების და უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტები, საქართველოში ავტორიზებული ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

✔კონფერენციაზე მოწვეულები იყვნენ მაღალი დონის საერთაშორისო სტუმრები - სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციისა (WFME) და ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ევროპული რეესტრის (EQAR) პრეზიდენტები და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ქსელის (ENQA) ვიცე პრეზიდენტი. კონფერენციაზე ასევე მოხსენებები გააკეთეს უნივერსიტეტების დიდი ქარტიის პრეზიდენტმა ამსტერდამის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა საიბოლტ ნოორდამ და ლოზანას უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, ჟაკ ლანარესმა, რომლებმაც მიმდინარე წელს, ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარის სტატუსით, მონაწილეობა მიიღეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესებში.

* კონფერენციის ფარგლებში განხილულ იქნა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის განახლებული მექანიზმების დანერგვის შედეგები, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები, სამედიცინო განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საკითხები, EFQM სრულყოფილების მოდელის – ორგანიზაციული განვითარებისა და ცვლილების ინსტრუმენტები.

✔ღონისძიება გაიმართა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროექტის „ისწავლე საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით.

 

დღის წესრიგი   

agenda 

 

რატომ არის ბოლონია განათლების ხარისხის გაუმჯობესების ინსტრუმენტი?
კარლ დიტრიხი – ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრის (EQAR) პრეზიდენტი

რას გავცემთ და რას ვიღებთ ENQA-სგან: აწმყო და მომავალი
ევა ფერეირა გარსია – ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ასოციაციის (ENQA) ვიცე-პრეზიდენტი, ბასკეთის უნივერსიტეტების სისტემის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი

უნივერსიტეტი, რომელიც მონაწილეობს საზოგადოების მდგრად განვითარებაში
საიბოლტ ნოორდა – უნივერსიტეტების დიდი ქარტიის პრეზიდენტი

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შეფასება: ავტორიზაციის განახლებული მექანიზმის დანერგვის შედეგები
ლალი გიორგიძე – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის სამმართველოს უფროსი

სწავლება ოცდამეერთე საუკუნის უნივერსიტეტში
ჟაკ ლანარესი - ლოზანას უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, ემერიტუსი

პროგრამების აკრედიტაცია: განახლებული მექანიზმის დანერგვის შედეგები
მაია გელაშვილი - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის აკრედიტაციის სამმართველოს უფროსი

EFQM სრულყოფილების მოდელი – ორგანიზაციული განვითარებისა და ცვლილების ინსტრუმენტი
სუზანე კალდშმიტი – EFQM –ის ლიცენზირებული ტრენერი და მრჩეველი, ცენტრის საკოორდინაციო საბჭოს წევრი

EFQM – ის მოდელის გამოყენება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში
ირმა გრძელიძე – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი
რუსუდან სანაძე – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

სამედიცინო განათლება დღეს: რა არის ძველი? რა არის ახალი? რა იქნება მომავალში?
დევიდ გორდონი - სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტი

ავტორიზაცია–ინსტიტუციურიშეფასებაუმაღლესი სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულებათა გამოწვევები ხარისხის უზრუნველყოფის განახლებული სტანდარტებისა და სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) მოთხოვნების გათვალისწინებით
გაიანე სიმონია – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამედიცინო განათლების, კვლევის და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი

სამედიცინო განათლება საქართველოში: მედიცინის დიპლომამდელი პროგრამის განახლებული მახასიათებლები
რიმა ბერიაშვილი - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე რექტორი

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge