კალენდარი

arrow სექტემბერი 2019 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23
242526272829
30      

სიახლეები

განათლების რეფორმის ფარგლებში, უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში ინტეგრაციის პრეზენტაცია

1 თებერვალი, 2019

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის დირექტორმა გიორგი ვაშაკიძემ, ჟურნალისტებს უმაღლესი განათლების სისტემის ევროპულ სივრცეში ინტეგრაციის ხედვა და განათლების ხარისხის განვითარების ორწლიანი სამოქმედო გეგმა წარუდგინეს.

2018 წლის შედეგების ანალიზმა ცხადყო, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამები და კვლევითი კომპონენტი ჯერ კიდევ არასრულყოფილია და ევროპულ სტანდარტს ვერ პასუხობს. ასევე დაბალია საგრანტო რესურსების ათვისების მაჩვენებელი, ისევე როგორც, კვლევების ინტერნაციონალიზაციის ხარისხი და სამეცნიერო წარმადობა. აგრეთვე, პრობლემად რჩება კვალიფიკაციების და დიპლომების უცხოეთში აღიარების საკითხი.

აღნიშნული პრობლემების დასაძლევად, სამინისტროსა და ცენტრის მიერ შემუშავებული სტრატეგია მიზნად ისახავს საქართველოში „უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტების და სახელმძღვანელო პრინციპების” დანერგვის ხელშეწყობას და „უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ქსელში“ (ENQA) გაწევრიანებას.

ENQA-ში შესაბამისი განაცხადი უკვე გაკეთებულია და არსებობს მოლოდინი, რომ მარტში ცენტრი ამ ორგანიზაციის წევრი გახდება. ამ ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ იგეგმება ცენტრის გაწევრიანება „ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ევროპული რეესტრში“ (EQAR) და „უმაღლესი განათლების აკრედიტაციის ევროპული კონსორციუმში“ (ECA), რაც უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული დიპლომების უპირობო აღიარებას ევროპაში და საერთაშორისო კვლევებში ქართული უნივერისტეტების ჩართულობას წაახალისებს.

ამასთანავე, სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს კონკრეტულ ნაბიჯების გადადგმას ხარისხის განვითარების პროცედურებისა და მექანიზმების დასახვეწად რაც ხელს შეუწყობს პროცესის გამარტივებას, ბიუროკრატიული ბარიერების მოხსნას და უნივერისტეტებს ინსტიტუციური რესურსების და საგანმანათლებლო პროგრამების ევროპულ სტანდარტთან შესაბამისობაში მოყვანაში დაეხმარება.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge