კალენდარი

arrow მაისი 2019 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27
28293031  
  • BFUG
  • ENQA
  • EUA
  • EFQM
  • WORLDSKILLS

სიახლეები

ასოცირებული ხარისხი საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში

12 თებერვალი, 2019


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, დიდი ბრიტანეთის მთავრობის კარგი მმართველობის ფონდის (GGF) ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში, ერთობლივად ორგანიზებული სემინარი - „ასოცირებული ხარისხი საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში - მოდელის და სტრუქტურის კომპონენტების პრეზენტაცია“ - გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებმა მოისმინეს GGF-ის პროექტის გუნდის ექსპერტთა რეკომენდაციები საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში ასოცირებული ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვის, მისი მოდელისა და სტრუქტურის შესახებ. შეხვედრაზე განიხილეს აღნიშნულ პროგრამებზე სტუდენტთა მიღების, შეფასების, კვალიფიკაციების მინიჭებისა და პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკვანძო საკითხები.
დიდი ბრიტანეთის მთავრობის კარგი მმართველობის ფონდის დაფინანსებით 2018 წლიდან ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტექნიკური დახმარების პროექტი - „მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა საქართველოში“.
GGF-ის პროექტის ფარგლებში განხორციელდა მეხუთე საფეხურის მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამებთან დაკავშირებით საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზი, ასევე საქართველოს შრომის ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდებასთან დაკავშირებული ხარვეზების შესწავლა და საქართველოს რეალობას მორგებული ასოცირებული ხარისხის პროგრამების მოდელისა და სტრუქტურის შემუშავება.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge