კალენდარი

arrow ივნისი 2019 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
     12
3456789
10111213141516
17181920212223
252627282930
  • BFUG
  • ENQA
  • EUA
  • EFQM
  • WORLDSKILLS

სიახლეები

საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს სამუშაო შეხვედრა

25 თებერვალი, 2019

23 და 24 თებერვალს შედგა საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს სამუშაო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი ვაშაკიძე და ცენტრის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლები.
აღნიშნული შეხვედრის მიზანი იყო საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემაში მიმდინარე პროცესების დეტალური განხილვა.
საბჭოს წევრებმა კიდევ ერთხელ იმსჯელეს აკრედიტაციის სტანდარტებზე, თვითშეფასების ფორმასა და სტანდარტის შეფასების ოთხდონიან სკალაზე. ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა:

✔️ შედეგზე ორიენტირებული ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა;
✔️ სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების პროცესი;
✔️ სადოქტორო პროგრამების შეფასების თავისებურებები;
✔️ სტატისტიკური მონაცემების მნიშვნელობა პროგრამის შეფასების პროცესში;
✔️ ძირითადი განსხვავება სტანდარტის შეფასების ოთხ დონეს შორის;
✔️ საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ნაირსახეობები.
ეს ყოველივე ხელს შეუწყობს საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების თანმიმდევრულობასა და გამჭვირვალობას.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge