კალენდარი

arrow დეკემბერი 2019 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
91011
12
131415
16171819202122
23242526272829
3031     

სიახლეები

გზა ევროპული ხარისხისკენ

27 თებერვალი, 2019


2019 წლის 31 იანვრიდან 2 თებერვლამდე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომლები, ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის 25 ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად, ქ. ტირანაში (ალბანეთი) ბოლონიის იმპლემენტაციის ჯგუფის (BICG) ორგანიზებით გამართულ სემინარში მონაწილეობდა.

ტირანაში ვიზიტის დროს ცენტრის წარმომადგენლებმა გამოთქვეს სურვილი, რომ აქტიურად ჩართულიყვნენ ბოლონიის იმპლემენტაციის კოორდინაციის ორი სხვა თემატური ქვეჯგუფის მუშაობაშიც:

A. კვალიფიკაციების ჩარჩო;

B. ლისაბონის აღიარების კონვენცია.

ცენტრის წარმომადგენლებმა დაუყოვნებლივ მიიღეს თანხმობა ბოლონიის სამეთვალყურეო ჯგუფის სამდივნოდან.

აღნიშნული ჩართულობა სარგებელს მოუტანს როგორც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, ისე - ევროპელ კოლეგებსაც, რადგან ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და განათლების აღიარების სფეროებში ცენტრს აქვს ხანგრძლივი და საინტერესო გამოცდილება.

ზემოაღნიშნულ თანხმობას წინ უძღვოდა 2018 წლის 27-28 სექტემბერს ვენაში (ავსტრია) ჩატარებული ბოლონიის იმპლემენტაციის კოორდინაციის ჯგუფის (BICG) შეხვედრა, სადაც დადგინდა, რომ BICG-ს სტრუქტურა ჩამოყალიბდებოდა ქვეჯგუფებად:

A. კვალიფიკაციების ჩარჩო;

B. ლისაბონის აღიარების კონვენცია;

C. ხარისხის უზრუნველყოფა.

ამავე შეხვედრაზე ჩატარდა თითოეული ქვეჯგუფის სამ-სამი თანათავმჯდომარის არჩევნები, რომელზეც ხმათა უმრავლესობით საქართველო, ბელგიასა და კვიპროსთან ერთად, ხარისხის უზრუნველყოფის ქვეჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნად იქნა არჩეული.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge