კალენდარი

arrow მაისი 2019 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20
21
2223242526
2728293031  
  • BFUG
  • ENQA
  • EUA
  • EFQM
  • WORLDSKILLS

სიახლეები

უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარება - ხედვები და გეგმები

28 თებერვალი, 2019


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი ვაშაკიძე, აქტიური საკომუნიკაციო კამპანიის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრა. შეხვედრას ესწრებოდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, სტუდენტები, აკადემიური პერსონალი და ცენტრის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები.

შეხვედრა მიზნად ისახავდა უმაღლესი და პროფესიული განათლების ხარისხის განვითარების მიმართულებით ცენტრის აქტუალური მიღწევებისა და სამომავლო გეგმების გაცნობას ყველა დაინტერესებული მხარისთვის.

ცენტრის დირექტორმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა პრეზენტაცია ,,უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარება - ხედვები და გეგმები.“ ასევე აღნიშნა, რომ ცენტრის ყველა მიღწევა და სამომავლო გეგმები ემსახურება ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და უზრუნველყოფს საქართველოს განათლების სისტემის ინტეგრაციას ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეში.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, აქტიური საკომუნიკაციო კამპანიის ფარგლებში, გააგრძელებს შეხვედრებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალთან.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge