კალენდარი

arrow მაისი 2019 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27
28293031  
  • BFUG
  • ENQA
  • EUA
  • EFQM
  • WORLDSKILLS

სიახლეები

ცენტრის დელეგაციის ვიზიტი ასტანაში

14 მარტი, 2019

13-14 მარტს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ყაზახეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ასტანაში. ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა გაცნობითი შეხვედრა აკრედიტაციისა და რეიტინგის დამოუკიდებელ სააგენტოსთან (IAAR). შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს მიაწოდეს ინფორმაცია მათი საქმიანობის ძირითად ასპექტებზე და დასახეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმები. კერძოდ, მხარეები შეთანხმდენ, რომ აქტიურად ითანამშრომლებენ ინფორმაციის, გამოცდილებისა და საექსპერტო რესურსის გაზიარების მიზნით.
დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო IAAR-ის მიერ ორგანიზებულ ექსპერტთა პროფესიული განვითარების საერთაშორისო სემინარში. სააგენტო ყაზახეთის ერთ-ერთი წამყვანი მააკრედიტებელი ორგანოა განათლების სფეროში. ის არის ისეთი საერთაშორისო ქსელების წევრი, როგორიცაა: ENQA (განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაცია), EQAR ( განათლების ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრი), WFME (სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაცია) და სხვა.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge