კალენდარი

arrow ოქტომბერი 2019 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
 123456
78910111213
1415161718
19
20
21222324252627
28293031   

სიახლეები

უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლების განხილვის პროცესი გრძელდება

15 მარტი, 2019

 13 მარტს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში „ადრეული განთლების“ მიმართულების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტის საჯარო განხილვა ჩატარდა. განხილვა მიზნად ისახავდა შემუშავებული დოკუმენტის დაინტერესებულ მხარეთათვის გაცნობას და პროექტის სრულყოფის მიმართულებებით სარეკომენდაციო წინადადებებზე მსჯელობას.
ადრეული განათლების მიმართულების დარგობრივი მახასიათებლის პროექტი შემუშავდა განათლების მიმართულების დარგობრივი საბჭოს ფარგლებში, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კოორდინაციით.
საკითხის აქტუალობის გათვალისწინებით, დარგობრივი მახასიათებლის საჯარო განხილვაში მონაწილეობა მიიღეს განათლების მიმართულების დარგობრივი საბჭოს წევრებმა, ადრეულ განათლების მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებით დაინტერესებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებმა. აგრეთვე, სხვა დაინტერესებული მხარეების - სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის, გაეროს ბავშვთა ფონდის, საქართველოში World Vision International-ის ფილიალის, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის, კვალიფიკაციების განვითარების სამმართველოს - წარმომადგენლებმა.
ზემოაღნიშნული პროექტის განხილვისას სამუშაო ჯგუფის წევრებმა ისაუბრეს ადრეული და სკოლამდელი განათლების სპეციალისტების მომზადების სფეროში საქართველოში არსებული მდგომარეობის თაობაზე და ამ ჭრილში განიხილეს დარგობრივი მახასიათებლის შემუშავებისა თუ აღნიშნული მიმართულებით საბაკალავრო პროგრამების განხორციელების აუცილებლობა. მონაწილეებმა ადრეული განათლების მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამების შესაძლო სტრუქტურასთან მიმართებით იმსჯელეს და საინტერესო ინიციატივები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა, აგრეთვე, პროგრამების შემუშავება-განხორციელების პროცესთან დაკავშირებულ შესაძლო რისკებსა და მათი პრევენციის გზებზე, სხვა აქტუალურ საკითხებზე.
შეხვედრის შედეგების შეჯამებისას, დამსწრე საზოგადოებამ საჯარო განხილვის ფორმატში მუშაობა დადებითად შეაფასა და დარგობრივი მახასიათებლის პროექტის მნიშვნელოვნება დაადასტურა.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge