კალენდარი

arrow დეკემბერი 2019 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
91011
12
131415
16171819202122
23242526272829
3031     

სიახლეები

შეხვედრა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან

18 მარტი, 2019

სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი ესწრებოდა.
შეხვედრაზე 2020 წელს დაგეგმილ საგამოცდო სიახლეებსა და მობილობის პროცედურებთან დაკავშირებით იმსჯელეს.
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, გიორგი ვაშაკიძემ, შეხვედრაზე აღნიშნა: „ჩვენი მიზანია, რომ უმაღლესი განათლების სისტემის განვითარებასთან დაკავშირებული საკვანძო საკითხები დაინტერესებული მხარეების აქტიური ჩართულობით, კონსულტაციების რეჟიმში წყდებოდეს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება დღევანდელი შეხვედრა, რომელზეც საუნივერსიტეტო საზოგადოება სამინისტროსა და შესაბამის უწყებებთან ერთად უნდა შეჯერდეს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების წესსა და პირობებზე, საგრანტო დაფინანსების ახალ მოდელზე.
განათლების რეფორმის ფარგლებში, ახალი საგამოცდო მოდელის დანერგვასთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრები ინტენსიურად გაგრძელდება ყველა დაინტერესებულ მხარესთან.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge