კალენდარი

arrow თებერვალი 2020 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24
25
26272829 

სიახლეები

მედიცინის მიმართულების დარგობრივმა საბჭომ მედიცინის, სტომატოლოგიის და ფარმაციის საგანმანათლებლო პროგრამებზე სტუდენტების ჩარიცხვის წინაპირობებზე იმსჯელა

25 მარტი, 2019


21 მარტს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივით მედიცინის მიმართულების უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა განიხილეს ჯანდაცვის მიმართულების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები (მედიცინა, სტომატოლოგია, ფარმაცია) და იმსჯელეს სხვადასხვა ქვეყნების (აშშ, კანადა, ბრიტანეთი და სხვ.) წამყვანი უნივერსიტეტებისა და სკოლების გამოცდილებაზე, რის შემდგომაც შეჯერებული მოსაზრებები გამოთქვეს ჯანდაცვის მიმართულების უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე აბიტურიენტთა ჩარიცხვის წინაპირობებისა და მისაღებ გამოცდებზე ჩასაბარებელი საგნების განსაზღვრის თაობაზე.
დარგობრივი საბჭო დაკომპლექტებულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ რეკომენდებული დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით.
სხდომის მუშაობაში, საბჭოს წევრების გარდა, მონაწილეობა მიიღეს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის რეესტრის სამმართველოს, კვალიფიკაციების განვითარების სამმართველოს, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურისა და სსიპ შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge