კალენდარი

arrow ივნისი 2020 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
124567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930     

სიახლეები

მობილობის პროცესი დასრულდა

3 სექტემბერი, 2013

2013-2014 სასწავლო წლის საშემოდგომო მობილობის პროცესი დასრულდა. ერთი უმაღლესიდან მეორეში გადასვლის მსურველი სტუდენტები განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე (www.students.eqe.ge) 12 აგვისტოდან 30 აგვისტოს ჩათვლით რეგისტრირდებოდნენ.

მობილობაში მონაწილეობდა 52 დაწესებულება. რეგისტრაცია განახორციელა 5 156-მა სტუდენტმა. სულ წარმოდგენილი იყო 7 325  ვაკანტური ადგილი. მობილობის უფლება მოიპოვა 3 676 სტუდენტმა.  ვაკანტური დარჩა 3 649 ადგილი.
წელს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მობილობის მსურველ სტუდენტებს კომფორტული სიახლე შესთავაზა - პორტალზე რეგისტრირებული სტუდენტები ეტაპობრივად იღებდნენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს რეგისტრაციის წარმატებით გავლის თუ კონკურსის შედეგების შესახებ. თითოეულმა სტუდენტმა სხვადასხვა შინაარსის 7 sms მიიღო.

ცენტრი მობილობის კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტებს შეახსენებს, რომ დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ მიმღებ უმაღლესს, რათა დროულად გაარკვიონ დოკუმენტების წარდგენისა და დაგროვილი კრედიტების  აღიარების შედეგების ვადების, ასევე სხვა პროცედურების დეტალები.


მომდევნო, საგაზაფხულო სემესტრის მობილობა 2014 წლის თებერვალში გამოცხადდება.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge