კალენდარი

arrow დეკემბერი 2019 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
91011131415
16171819202122
23242526272829
3031     

სიახლეები

ცხადდება კონკურსი!

2 აპრილი, 2019

სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს კონკურსს პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამის აკრედიტაციის ექსპერტთა შერჩევის მიზნით. განაცხადები მიიღება 2019 წლის 03 აპრილიდან 2019 წლის 15 აპრილამდე.

პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამის აკრედიტაციის ექსპერტთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) აკადემიური უმაღლესი განათლება;
ბ) 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება რომელიმე შემდეგ სფეროში: ბ.ა) ორგანიზაციების მართვა; ბ.ბ) ადამიანური რესურსების განვითარება და მართვა; ბ.გ) ზრდასრულთა განათლება და გადამზადება; ბ.დ) სამართალი; ბ.ე) განათლების ადმინისტრირება.
გ) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
„პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების საჭიროებების განსაზღვრის წესის, პროფესიული განვითარების სტანდარტისა და წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 22 მაისის №242 დადგენილება;
„პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამის აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 6 მარტის №46/ნ ბრძანება;
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის №89/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დებულება“.
დ) კომპიუტერული უნარების ქონა;
ე) გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
ვ) მონაცემების შეგროვების, ანალიზისა და არგუმენტირებული მსჯელობის უნარი.

პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამის აკრედიტაციის ექსპერტის ფუნქციებია:
ა) დაწესებულების შეფასების პირველ ეტაპზე, შეისწავლოს წარმოდგენილი დოკუმენტაცია;
ბ) დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე თითოეულ სტანდარტთან მიმართებით, ჩამოაყალიბოს შენიშვნები, მოსაზრებები და კითხვები, რომელთა გარკვევაც სურს ვიზიტის ფარგლებში ან/და დაწესებულებისგან დამატებით გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე და შეთანხმებულ ვადებში გაუგზავნოს ის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარეს;
გ) შესწავლილი დოკუმენტაციის განხილვის მიზნით მონაწილეობა მიიღოს ექსპერტთა ჯგუფის შეხვედრაში;
დ) ვიზიტის განხორციელების შემთხვევაში მონაწილეობა მიიღოს ვიზიტის დღის წესრიგის შედგენაში;
ე) ვიზიტის განხორციელების შემთხვევაში, წინასწარ შეთანხმებული დღის წესრიგის მიხედვით, შეისწავლოს ყველა საკითხი დასკვნის შესადგენად, მათ შორის, ჩაატაროს დაინტერესებულ პირებთან ინტერვიუირება, საჭიროების შემთხვევაში გამოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია, მოახდინოს ვიზუალური დათვალიერება და განახორციელოს დღის წესრიგით გაუთვალისწინებელი აქტივობები;
ვ) მოახდინოს თვითშეფასებაში ასახული ინფორმაციის შესაბამისობის გადამოწმება დაწესებულებაში არსებულ მდგომარეობასთან და აკრედიტაციის სტანდარტებთან მიმართებით;
ზ) ვიზიტის/დოკუმენტაციის შესწავლის შემდგომ მონაწილეობა მიიღოს შეფასების შედეგების განხილვაში, შეჯამებასა და დასკვნის მომზადებაში;
თ) მონაწილეობა მიიღოს შესაბამისი საკითხის განხილვაში აკრედიტაციის საბჭოს სხდომაზე.
პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამის აკრედიტაციის ექსპერტთა თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობისთვის კანდიდატმა ცენტრის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე - jobs@eqe.ge აუცილებლად უნდა გამოაგზავნოს:

ა) კვალიფიკაციის/განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი; 

ბ) ავტობიოგრაფია (CV) ქართულ ენაზე, რომელიც უნდა ადასტურებდეს კანდიდატის სამუშაო გამოცდილების შესაბამისობას საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ,,საჯარო მოხელის პროგრამა - ექსპერტი“.

პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამის აკრედიტაციის ექსპერტთა შესარჩევი კონკურსის ეტაპებია:
ა) განაცხადის წარდგენა;
ბ) წარმოდგენილი დოკუმენტაციის გადარჩევა;
გ) ექსპერტთა შერჩევის მიზნით, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შესაბამისი კომისიის შექმნა;
დ) გასაუბრება;
ე) კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატების შესახებ რეკომენდაციის წარდგენა ცენტრის დირექტორისთვის;
ვ) ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ექსპერტთა შეყვანა ექსპერტთა კორპუსის შემადგენლობაში.
კომისიამ თითოეულ კანდიდატთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს განაცხადების წარმოდგენის ვადის დასრულებიდან ერთი თვის ვადაში.

ბრძანება 240 კონკურსის გამოცხადების შესახებ

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge